Wednesday, November 11, 2009

გეომეტრია და ჰარმონია

1. პროექტის სახელწოდება: გეომეტრია და ჰარმონია

2. პროექტის მოკლე აღწერა: ”ბავშვის გონების გახსნისა და განვითარებისათვის ვცდილობთ შევაერთოთ სასიამოვნო სასარგებლოსთან” - წერდა იაკობ გოგებაშვილი. პროექტის მიზანია მოსწავლემ შეძლოს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებში მისთვის ნაცნობი გეომეტრიული ობიექტების ამოცნობა და შესწავლა.

3. პროექტის სრული აღწერა: გარემომცველ საგანთა შორის, რომლებიც შეიცავს სრულყოფილ გეომეტრიულ ფიგურებს, ეფექტურია ქართული კულტურის ძეგლები. თითოეული მათგანი შეიცავს ისეთ ელემენტს, როგორიცაა: ნახევარწრიული თაღები, სამკუთხედის, ტრაპეციის, პარალელოგრამის ფორმის მქონე ნიშები, სფერული გუმბათი, პირამიდისა და კონუსისებრი გადახურვები და ა.შ. ჩამოთვლილ ელემენტთა გეომეტრიულ ამოცანების ტექსტებში სათანადოდ დაკავშირება შინაარსობრივად საინტერესოს გახდის და გააადვილებს ამოცანის ტექსტის ათვისებას.

4. მონაწილეთა ასაკი: 10-11 კლასები, 15-16 წელი.

5. ვადები, ხანგრძლივობა: 3 თვე.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების ტიპების შესწავლა (მაგ., ბაზილიკა, გუმბათოვანი)

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები/რაც შეიძლება შეიქმნას: აღნიშნულ გეომეტრიული ამოცანის განხილვა ერთის მხრივ ხელს შეუწყობს ქრისტიანული კულტურის და ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლების შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეს; მეორეს მხრივ შინაარსობრივად საინტერესოს გახდის ამოცანის ტექსტს.ხელს შეუწყობს მოსწავლეების მიერ სხვადასხვა საინფორმაციო წყაროების გამოყენების ჩვევების გამომუშავებას.

8. სასარგებლო სხვებისთვის: მოსწავლეები არ ექცევიან აბსტრაქციის ტყვეობაში,კავშირი აქვს გარესამყაროსთან.

9. სამუშაო ენა: ქართული

10. საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან,ე.ს.გ.-თან კავშირი: საქ. ისტორია , ქართული ლიტერატურა.

11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ლელა ფორჩხიძე

13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: lela.por@gmail.com

14. პროექტის ფორუმი:

15. პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი: